1. რისგან შედგება ნიადაგი?
2.მოსწავლეები ნახავენ ნიადაგის შეფერილობას და გაიგებენ ნიადაგის დანიშნულებას.
3.მოსწავლეები ცდებისა და დაკვირვების შედეგად გაიგებენ, თუ რატომ არის ნიადაგი მუქი შეფერილობის, როგორი ნიადაგია უფრო ნაყოფიერი,რისთვის იყენებს ადამიანი ნაყოფიერ ნიადაგს, რა მნიშვნელობა აქვს ნიადაგს მცენარეებისთვის.
4.მოსწავლეებმა ცდების საშუალებით გამოიკვლიონ ნიადაგის შედგენილობა, დაადგინონ, რომ ნიადგში არის ქვიშა, თიხა, ჰაერი, წყალი და ნეშომპალა. გააცნობიერონ მოსწავლეებმა,თუ რა მნიშვნელობა აქვს ნიადაგს მცენარეებისთვის და ადამიანებისთვის.
5.7–8 წელი.
6. 1 თვე.
7.მოსწავლეები ცდების შემდეგ დარწმუნდებიან, რომ ნიადაგი შედგება ჰაერის ბუშტუკებისგან, ნახავენ, რომ ნიადაგში არის წყალი, დაამტკიცებენ, რომ ნიადაგში ნამდვილად არის ნეშომპალა, რაზეც მეტყველებს მისი შეფერილობა. ასევე ნახავენ, რომ ნიადაგი შეიცავს მცირე რაოდენობით თიხას და ქვიშას. მოსწავლეები გაიგებენ ,რომ ნეშომპალიანი ნიადაგი საუკეთესოა მცენარეებისთვის და მიხვდებიან,თუ რატომ იყენებს ადამიანი შავმიწა ნიადაგს სახნავ–სათესად. მოსწავლეები გააკეთებენ ჩანაწერს ჩატარებული ცდების შესახებ, დაურთავენ სურათებს და ამ მასალას განვათავსებთ ბლოგზე.
8. კომპიუტერი, პროექტორი, სხვადასხვანაირი ნიადაგის ნიმუშები,ქვიშა, წყალი, ჭიქები, პატარა ტაფა, სპირტქურა, ასანთი, მინის ნაჭერი, მინის ქილა, თაბახის ფურცლები, საწერ–კალამი, დაფა, ცარცი.
9. ამ პროექტისთვის შეგროვილი გვაქვს უკვე სხვადასხვა ადგილიდან აღებული მშრალი ნიადაგის ნიმუშები. ზოგი ნიადაგი არის ქვიშიანი, ზოგიც თიხიანი.მოსწავლეები აკვირდებიან ნიადაგის ამ ნიმუშებს. ისინი პასუხობენ კითხვებს:
ნიადაგის ეს ნიმუშები ერთნაირია თუ არა?
რა განსხვავებაა მათ შორის? [სხვადასხვა ფერისაა].
როგორ ფიქრობთ არის თუ არა ამ ნიადაგში ჰაერი, წყალი, ნეშომპალა?
რომ გავიგოთ ყველაფერი ეს, ჩვენ უნდა ჩავატაროთ ცდები.
სანამ დავიწყებთ დაკვირვებას, მანამდე ვაჩვენებ კომპიუტერულ მასალას, სადაც მოსწავლეები ნახავენ ნიადაგის სხვადასხვანაირ სურათებს, ვისაუბრებთ რატომ არის ნიადაგში სხვადასხვა ფერის ფენები, როგორ იკავებს მცენარის ფესვები ნიადაგს ჩამოშლისაგან, როგორ ნიადაგში მოდის უფრო კარგი მოსავალი და ა. შ.
ამის შემდეგ კლასს დავყოფ 4 ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს მივცემ თავის დავალებას. დავურიგებ თაბახის ფურცლებს და დავავალებ, რომ ცდის შემდეგ თითოეულმა ჯგუფმა მოკლედ დაწეროს რა გააკეთეს და რა დასკვნა გამოიტანეს.
I-ჯგუფი:
ცდა l. მოსწავლეებმა უნდა აღმოაჩინონ, რომ ნიადაგში არის ჰაერი.
II-ჯგუფი:
ცდა 2. მოსწავლეებმა უნდა აღმოაჩინონ, რომ ნიადაგში არის წყალი.
IV-ჯგუფი:
ცდა 4. მოსწავლეებმა უნდა ნახონ, რომ ნიადაგში არის ქვიშა, თიხა და სხვა ნარჩენები.
ჩატარებული ცდების შემდეგ ყველა ჯგუფი წარმოადგენს პრეზენტაციას. გაიმართება დისკუსია. გაუზიარებენ ერთმანეთს მიღებულ შთაბეჭდილებებს.
10. ბიოლოგია– მცენარეების დანიშნულება.
ქიმია– ნიადაგიდან წყლის აორთქლება.
11. ნელი მახარაშვილი.
ცდა 3. მოსწავლეებმა უნდა აღმოაჩინონ, რომ ნიადაგში არის ნეშომპალა.
13.nelimaxrashvili.blogspot.com/
No comments:
Post a Comment